სამშენებლო ტექნოლოგია

საცხოვრებელი კომპლექსი მეგა დიდუბის მშენებლობისას მშენებლობის უახლესი, თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენება, რაც შენობის უმაღლეს ხარისხს და გამორჩეულ იერსახეს განაპირობებს. ჩვენ შენების ახალ სტანდარტს ვქმნით!

1

პროექტირება

შენობის დაპროექტებაში მონაწილეობა მიიღო კომპანია Structurama-ს მილანის ოფისმა. Structurama ერთ-ერთი ლიდერი საპროექტო-საინჟინრო საერთაშორისო კომპანიაა ევროპაში.

2

ვენტილაციის ინჟინერია

შენობის პროექტირებისას შეიქმნა ვენტილაციის საინჟინრო პროექტიც, რომლის შესაბამისად ყველა ბინისთვის გათვალისწინებულია ვენტილაციის ინდივიდუალური მილი, რაც გამორიცხავს ვენტილაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

3

კოლონები, რიგელები და დიაფრაგმები

ნებისმიერი შენობის უსაფრთხოება დიდწილადაა დამოკიდებული იმ კოლონების, რიგელების და დიაფრაგმების ხარისხზე, რომლებიც შენობის ჩონჩხს წარმოადაგენს და მის მდგრადობას განსაზღვრავს. აღნიშნული კონსტრუქციების დამზადებისთვის მეგა კონსტრაქშენი უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებსა და DOKA-ს საუკეთესო ყალიბებს იყენებს, რაც მშენებლობის სიზუსტეს, სისწრაფეს, უსაფრთხოებას და მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

Doka GmbH (ავსტრია ) მსოფლიო ლიდერია სამშენებლო ყალიბების წარმოების სფეროში. Doka Group ამჟამად 160 ფილიალსა და ლოგისტიკურ ცენტრს მოიცავს მსოფლიოს 70 ქვეყანაში.

4

გადახურვის ღრუტანიანი ფილები

შენობის სართულებს შორისი გადახურვა სპეციალური, მაღალი სიმტკიცის და შესაბამისი სისქის რკინა-ბეტონის ღრუტანიანი გადახურვის ფილას წარმოადგენს. ფილების სიღრუვე სართულებს შორის ხმის და სითბოს დამატებით იზოლაციას უზრუნველყოფს. ასევე, ღრუტანიანი ფილების გამოყენება ამცირებს შენობის წონას და მას მოქნილობას მატებს, რაც შენობის სეისმომედეგობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

5

სამ ფენოვანი გარე კედლები

შენობის გარე კედლები სამ ფენოვანია. კედლები ივსება მსუბუქი (პემზის) ბლოკის გამოყენებით, რომელთა შორის თავსდება დამათბუნებელი ფენა.