მეგა დიდუბე არქიტექტურულად დაკავშირებული ოთხი საცხოვრებელი კორპუსისგან შემდგარი თანამედროვე ურბანული საცხოვრებელი კომპლექსია. ამჟამად დაწყებულია ორი კორპუსის - პირველი და მეორე ბლოკების მშენებლობა.

საცხოვრებელი კომპლექსი მეგა დიდუბე მდებარეობს თბილისში, მეტრო დიდუბესთან ახლოს, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სანაპირო 91. შესასვლელი აქვს როგორც სანაპიროს, ასევე ალიო მირცხულავას ქუჩის მხრიდან. მეგა დიდუბე გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით - ადვილად ხელმისაწვდომი და ამავდროულად მშვიდი საცხოვრებელი გარემო, რომელიც გარშემორტყმულია ქალაქის განვითარებული ინფრასტრუქტურით. ბინებიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედები მტკვარზე და მტკვრის სანაპიროზე.

საცხოვრებელი კომპლექსი უზრუნველყოფილია ორ-დონიანი მიწისქვეშა ავტოფარეხით, შიდა ეზოთი, რეკრეაციული ზონით და საბავშვო ინფრასტრუქტურით. კომპლექსის ტერიტორია დაცულია შლაგბაუმებით.

ბინები ლაკონური დიზაინით და თანამედროვე სტილით გამოირჩევა. აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ 47,7 მ2-დან ფართობის სტუდიოს ტიპის ბინები. ყველა ბინას აქვს აივანი.

მეგა დიდუბე მშენებლობის მაღალი ხარისხით და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. მშენებლობისას გამოყენებული ინოვაციური ტექნოლოგიები საცხოვრებელ კომპლექსს ენერგოეფექტურს ხდის. ბინები მეგა კონსტრაქშენის უნიკალური შეთავაზებით, თბილი კარკასის პირობით ბარდება. ყველა ბინას საჩუქრად მოყვება გათბობის სისტემა და დამონტაჟებული გათბობის ქვაბი სათავსოთი.

შენობა ასევე უზრუნველყოფილია:

  • კეთილმოწყობილი სადარბაზოებით;
  • მაღალი ხარისხი ლიფტებით;
  • ყველა საინჟინრო კომუნიკაციით: წყლის და საკანალიზაციო სისტემები, ელექტრო და გაზის გაყვანილობა, გათბობის სისტემა, აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს. ძირითადი ყურადღება ექცევა მასალების მწარმოებელს და ხარისხს.

კომპლექსის პირველი ორი კორპუსის მშენებლობა 2020 წლის დეკემბერში სრულდება.

ჩამოტვირთეთ ბროშურა